[/aviable]
თქვენი სარეკლამო სტრიქონის ადგილი !

მუდამ ერთი ნაბიჯით წინ. ალესანდრო ნესტა. ნაწილი I

მუდამ ერთი ნაბიჯით წინ. ალესანდრო ნესტა. ნაწილი I

ალესანდრო ნესტა "მილანისა" და იტალიის ნაკრების ლეგენდარული მცველი, მოთამაშე,რომლის თამაშის ხილვა ერთი სიამოვნება იყო. უდიდესი სათამაშო ინტელექტი და საუცხოო შორეული გადაცემა, რომელიც უმოქმედოს ტოვებდა მეტოქის ცენტრალურ მცველებს.
ალესანდრო ნესტა დაიბადა 1976 წლის 19 მარტს ქალაქ რომში. პირველად, პატარა ბიჭუნა ფრანჩესკო როკამ შეამჩნია. მან დაინახა, უდიდესი პერსპექტივა და სურდა, რომ ალესანდრო სამომავლოდ "გლადიატორთა" შემადგენლობაში ეხილა, მაგრამ ალესანდროს მამამ არ მისცა საშუალება წასულიყო და "გლადიატორთა" ფერები დაეცვა. მიზეზი მარტივია, მისი გული დედაქალაქის სხვა გუნდს ეკუთვნოდა და ეს გუნდი "ლაციო"-იყო. 1985 წელს ნესტა მივიდა "ლაციოს" აკადემიაში, თავდაპირველად, სხვადასხვა პოციაზე ასპარეზობდა, საბოლოოდ კი, მან იდეალურად აითვისა ცენტრალური მცველის ფუნქციები.

მისი დებიუტი 18 წლის ასაკში "უდინეზესთან" მატჩში შედგა, როდესაც შეხვედრის 78-ე წუთზე პიერლუიჯი კასირაგის ნაცვლად გამოჩნდა მოედანზე, ის მატჩი "არწივებმა" ანგარიშით 2-2 დაასრულეს.

1997-1998 წელების სეზონში ალესადრო უკვე ჩამოყალიბებულ მცველად და გუნდის უდავო ლიდერად მოგვევლინა, ასევე სვენ გორან ერიქსონმა, მას კაპიტნის სამკლაური არგო. სეზონის ბოლოს ალესანდრს პირველი სერიოზული გამოცდა უნდა ჩაებარებინა; მისი გუნდი იტალიის თასის ფინალში "მილანს" უპირისპირდებოდა. სწორედაც, რომ ნესტას გოლი გამოდგა გადამწყვეტი და "რომაელებმა" ანგარიშით 1-0 სძლიეს "როსონერის". სამწუხაროა ის ფაქტი, რომ "ლაციომ" გაუშვა ხელიდან "ევროპის ლიგის" თასი. 1997-1998 წლების სეზონის გამარჯვებული მილანის "ინტერი" გახდა. ალესანდრომ კი სეზონის ბოლოს "სერია ა"-ს საუკეთესო ახალგაზრდა ფეხბურთელის ტიტული მოიპოვა.

მომდევნო სეზონში ალესანდროს ნახევარი წელი გაუცდა ტრამვის გამო, რომელიც მან მუნდიალზე მიიღო. ნესტა მოედანს დეკემბერში დაუბრუნდა და ჩაუდგა "ლაციოს" სათავეში კაპიტნის რანგში. "არწივები" იმ სეზონში სკუდეტოს მთავარ ფაორიტებად მიიჩნეოდნენ, მაგრამ სამწუხაროდ ბოლო ტურში ერთი ქულა დააკლდათ მიზნამდე და ნესტას ცხვირ წინ ართმევენ სანუკვარ ტიტულს. სეზონი მაინც წარმატებულად ჩაითვალა. "ცისფრებმა" მოახერხეს ევროპის ლიგაზე წარმატების მიღწევა. მათ "მონეგასკელები"დაამარცხეს ხოლო აგვისტოში კი "სუპერ თასზე" სერ ალექს ფერგიუნსონის "მანჩესტე იუნაიტედიც".

მოვიდა 1999-2000 წლების სეზონი და "ლაცეალე" სერიოზულად იყო განწყობილი იმისათვის, რომ მოეგოთ "სკუდეტო". 34 ჩატარებული მატჩის შემდგომ "ლაციომ" იზეიმა ჩემპიონობა, მათ მხოლოდ და მხოლოდ ერთი ქულით გაასწრეს ტურინის"იუვენტუსს".скачать dle 12.0

გასათიშავად დააჭირეთ 1XBET-ს

.



დატოვეთ კომენტარი სოციალური ქსელის მეშვეობით

რეკლამა

რეკლამა

რეკლამა

რეკლამა

  • swrafi sesxebi